სტიქიამ გურიასაც შეუტია _ დიდივანის სკოლა სახურავის გარეშე დარჩა

2 დღიანი გადაუღებელი წვიმის და ძლიერის ქარის შედეგად პრობლემები შეიქმნა გურიაშიც. სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მიაყენა. სოფელ დიდივანის სკოლა ქარმა სახურავის გარეშე დატოვა. ჩოხატაურის სოფლებში დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები და მილხიდები.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზიანს ითვლის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share