თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოში დადასტურებული 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარიდანაა.
აჭარიდან გახლავთ 348 პაციენტი, თბილისიდან – 99 პაციენტი, იმერეთიდან – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან – 19, მცხეთა-მთიანეთიდან – 10, შიდა ქართლიდან – 4, გურიიდან და კახეთიდან – 3-3, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან კი 1-1 პაციენტი – ამბობს ენდელაძე.
ამასთან, ენდელაძის თქმით, 55 პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე და 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.
აქვე, დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 9 2 45
- გამოჯანმრთელებულია – 4 887
- მათ შორის გარდაცვლილია – 58;
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 392;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 100;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 27 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.