ტაქსის მძღოლისა და მთვრალი მამაკაცის ამბავი-გურული იუმორი

ოზურგელ ტაქსისტს ერთმა ძალიან მსუქანმა და გვარიანად მთვრალმა კაცმა სთხოვა ერთერთ სოფელში ამიყვანე ჩემს ,,ცოლოურსო,,. გახსნა წინა ,,სიდენია,, გადაწვა და ხვრინვა ამოუშვა. როგორც გაირკვა ამ კაცის ცოლოური შემაღლებულ ადგილზე ცხოვრობდა, სადაც მანქანა ვერ ავიდოდა. ამდროს ერთი ხანშიშესული კაცი მოდის ფეხით, ტაქსისტმა იფიქრა მეშველაო და – ბიძია ამ კაცს ხომ იცნობ, ეგება მადლიზა აიყვანო მის სიმამართანო დახედა ამ მოხუცმა, წევს აი ოფლში გახვითქული მთვრალი სამას კილოანი კაძახი მანქანაში და … – ბიძია მაგაზე პაწას თუ ჩამომიჭრი ერთ ნაჭერს აგატანიებ თუ გინდა

კახა ჩავლეშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share