ქართული ოცნების ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც ძალიან ცალსახად დაგმეს ძალადობა. თქვენი პათოსი გასაგებია, თქვენ უერთდებით ამ პათოსს იმ ნაწილში, რომ მართლაც არის ყოვლად მიუღებელი ჟურნალისტებთან მიმართებაში. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და თავისუფალი გარემო ჟურნალისტებისთვის, იმუშაონ, აბსოლუტური თავისუფლებაა ამ თვალსაზრისით, რასაკვირველია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ასეთი სამწუხარო ფაქტი იყოს ბოლომდე გამოძიებული.