ლესის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად რეაბილიტირებულ შენობაში შეხვდება

გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სრულად რემონტდება სკოლის  სასწავლო კორპუსი, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. სკოლის ეზოში იგება ბილიკები და მონტაჟდება ღამის განათებები, მიმდებარე ტერიტორიაზე კი მოეწყობა პარკინგი.  სამუშაოებს აწარმოებს შპს „სამშენებლო ქართული ჯგუფი“.

„სარემონტო სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა და ხანგრძლივი „ლტოლვილობის“ შემდეგ, ახალ სასწავლო წელს, შევხვდებით სრულად რეაბილიტირებულ, ყველა საჭირო ინვენტარითა და რესურსით აღჭურვილ სკოლაში, სადაც ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებლებლები თავიანთ სათქმელს კიდევ უფრო ხმამაღლა იტყვიან! გისურვებთ შემოქმედებით და პროფესიულ წარმატებებს!!!“- წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

https://www.etaloni.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share