საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 117 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 996, „პისიარ“ ტესტით – 14 121.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,3%, ბოლო 14 დღის – 4%, ბოლო შვიდი დღის – 4,26%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 379 673 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 360 558 გამოჯანმრთელდა, 5 479 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 310 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 444.
კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 705 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 924 პირი.
ამასთან, 12 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 659 შემთხვევა გამოვლინდა, 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი, გარდაიცვალა.