„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებას უწყობს. მისი თქმით, ამ პარტიის მიზანი ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური სურათის შექმნაა. ამის შესახებ კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„არავითარი რისკის შემცველი ეს აქცია არ არის, გარდა ერთისა, ეს არის კოვიდის გავრცელება. მათ ბათუმიდან მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება, სამწუხაროდ, იგივეს აპირებენ თბილისიდან სხვა რაიონებში, რაც არის კიდევ ერთი მაჩვენებელი ამ პოლიტიკური ძალის სახის.
ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს. მათ აქვთ დაგეგმილი, დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება, თუმცა ჩვენი მონაცემებით, ისინი ახერხებენ ბევრად ნაკლების მობილიზებას“,- განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სტატიები
- 40
- 31
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მესამე რაუნამდე, მხარეები წითელ ხაზებზე არ უნდა საუბრობდნენ, „რადგან წითელი ხაზების წინასწარ დააანონსება, საფრთხის შემცველია“. აღნიშნულით ხუხაშვილი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებისთვის რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია. როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მოლაპარაკება ამ სიტუაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე დათმობს. „ეს…