აშშ კოვიდპანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას ამ ეტაპზე არ გეგმავს. მიზეზი კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელება და კოვიდინფიცირების შემთხვევების მატებაა.
„იმის გათვალისწინებით, თუ რა ვითარება გვაქვს დღეს „დელტა“ ვარიანტის გამო, ამ ეტაპზე სამოგზაურო შეზღუდვებს შევინარჩუნებთ”, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.
cnews.ge