„ასეთ ზღვა ხალხს არ ველოდი, ვეცდები, რომ თქვენი გულები ყოველთვის გავახარო“ – ლაშა ბექაურის კომენტარი აეროპორტიდან

ტოკიოდან ქართვველი ძიუდოისტები სამშობლოში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდნენ. საქართველოს საერთაშორისო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში უამრავმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ასეთ ზღვა ხალხს არ ველოდი, ვეცდები, რომ თქვენი გულები ყოველთვის ასე გავახარო. დღეს მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, საქართველოს გაუმარჯოს! გუდამაყრელებს გაუმარჯოს! მიყვარხართ ხალხო!“, – განაცხადა ბექაურმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share