სფერო არ არის, სადაც თავისი ბინძური ხელი არ აფათურა და არ გაანადგურა. ბიძინასთვის ისტორია უნდა იწყებოდეს მისგან და გრძელდებოდეს მასთან ერთად-ამბობს მხატვარი გია ბუღაძე ტვ “პირველთან”, რომლის თქმით, დღეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას საოცარი კავშირი აქვს საბჭოთა კავშირთან:
“ჯერ დიქტატურაზე არ არის საუბარი, ეს გამოკვეთილი ავტორიტარიზმია, მაგრამ ესეც იქნება მალე, თუ ყველაფერი გაუვიდათ. ისმინება ყველა და ყველაფერი. ეს უნდა იმ კაცს, რომელიც შუშის სასახლეში ზის თუ სადღაც ტყეში. ეს ამძაფრებს შიშს. წარმოუდგენელ რამეებს ჩადის ეს კაცი. სფერო არ არის, სადაც მან თავისი ბინძური ხელი არ აფათურა. ჯერ როგორი სიღარიბეა, როგორი ტყუილი ყველგან. პირდაპირი განმეორება არ ხდება, მაგრამ კავშირი არის იმ საბჭოთა ცენზურასთან, რაც გავიარეთ უკვე.
მე ახლა არჩევნების ბოლო დღეებში მათგან ველოდები უფრო მეტ საშინელებებს. ეს ხალხი არ წავა ასე უბრალოდ.
ეს გათახსირებული ხელისუფლება ეკლესიასაც ევაჭრება, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი”-ამბობს ბუღაძე.