ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:
„ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომლებიც არის უსაფრთხო და ეფექტური, მათ შეუძლიათ ადამიანები დაიცვას ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან. მეოთხე ტალღის წინაშე დგას ქვეყანა, რომელიც ძალებს იკრებს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების უსაფთხოება ახლა პრიორიტეტია, ანუ უმჯობესი იქნება ვაქცინების განაწილების პრიორიტეტიზაციის საწყის გეგმას დავუბრუნდეთ.
1-ელ ოქტომბრამდე ყველა სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს უნდა მიეცეს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია. ერთადერთი გამონაკლისი უნდა იყოს არგუმენტირებული უარი ვაქცინაციაზე და ესაა მასში შემავალ კოპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციის ანუ ანაფილაქსიის ეპიზოდის არსებობა ანამნეზში,“-წერს კულუმბეგოვი.