„ქართული ოცნების“ გურიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა და 100-მდე წევრმა პარტია დატოვა „ქართული ოცნებების“ რღვევა გრძელდება

„ქართული ოცნების“ გურიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა და 100-მდე წევრმა პარტია დატოვა „ქართული ოცნებების“ რღვევა გრძელდება.

ირკვევა, რომ გახარიას პარტიის შემდეგ, ოცნების რიგებიდან წევრები „სახალხო პარტიაში“ და სოსო გოგაშვილთან მიდიან.

დღეს, ქართული ოცნება გურიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა გიორგი ხავთასმა დატოვა, რომელიც მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის 94-ე ნომერი იყო: _ წამოსვლის მთავარი მიზეზი „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკაა. ის ზონდერები, რომლებსაც ვებრძოდით 2012 წლამდე და მას შემდეგაც, ისევ წამყვან პოზიციაზე არიან. თავიდანვე იყო ეს პრობლემები, რომელთანაც გამმკლავებას ვცდილობდით, თუმცა, როცა ვაკვირდებოდით სიტუაციას, მივხდი, რომ არაფერი შეიცვლებოდა და გადავწყვიტე პარტია დამეტოვებინა, _ ამბობს ხავთასი. როგორც ირკვევა, ხავთასთან ერთად, „ქართული ოცნება“ გურიაში 100-მდე ახალგაზრდამ დატოვა და ყველა მათაგანი „სახალხო პარტიას“ შეუერთდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share