ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, ექიმის მხრიდან, ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვონ წერილობით, ოფიციალური ფორმით და გადააგზავნონ ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვეთ წერილობითი ფორმით და აღნიშნული დოკუმენტი, თქვენივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადმოგზავნეთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე regagency@moh.gov.ge, განცხადების შემოტანა ასევე შეგიძლიათ ადგილზე, სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში.
განცხადების დაფიქსირების შემდეგ, რეგულირების სააგენტო შეისწავლის თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება და იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობა აცრის უკუჩვენება” ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ექიმები მოქალაქეს უარს ეუბნებიან აცრაზე და “ზოგიერთ საეჭვო შემთხვევებში” ეს უარი არ შეესაბამება არსებულ პროტოკოლს.