“ჩემი პრემიერობის დროს გიორგი რურუასთვის იარაღი არ ჩაუდიათ” – გიორგი გახარია ისევ უარყოფს, რომ მისი პრემიერობის დროს “მთავარი არხის” დამფუძნებელს იარაღი ჩაუდეს. თუმცა ყოფილი პრემიერი ჩადებებში იმ გუნდს ადანაშაულებს, რომლის ლიდერიც რამდენიმე თვის წინ თავად იყო.
ოპოზიციაში წასული გახარიას მთავარი არგუმენტი გიორგი რურუას საქმეზე ის არის, რომ სასამართლომ “მთავარი არხის” დამფუძნებელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
თავად ყოფილი პოლიტპატიმარი და მისი ადვოკატი კი ყოფილ პრემიერს ახსენებენ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოს მთვარი პრობლემაა.
ამ განცხადებების პარალელურად, გიორგი გახარია “ქართულ ოცნებას” მისი თანაგუნდელისთვის იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს.