“თავად ბახმარო კია ზენიტში გეოგრაფიულად, მაგრამ იქ მყოფი გამქირავებლების უმეტესობა- ფსკერზე!!!
წყალი – უმეტესწილად არა, შესაბამისად ელემენტარული ჰიგიენაც საოცნებო! პროდუქტს, რომლის კერძად მომზადებასაც ბევრი გამდინარე რეცხვა სჭირდება მომზადებამდე – დაივიწყეთ სანამ იქ ხართ!
სახლები უმეტესად გადასაყრელი ავეჯით “მოწყობილი”.
ზოგ სახლს ფანჯრის მაგივრად ჟეშტი აქვს აკრული, იატაკის ღრიჭოებიდან თაგვები გეფლირტავებიან.
სხვისი ნამყოფი “ კოტეჯები” – ცხოველების ნყოფს ჰგავს, სრული ანტისანიტარიული “ეშხით”, რომელიც აუცილებლად თქვენი სახეხ საწმენდი იქნება, რადგან იქ არ იციან რა არის სიტყვა სუფთა, ან იციან და დამავენებელი ჰკიდიათ, ანუ თქვენი სახეხ საწმენდი იქნება ნორმალური თუ ხართ და არ ხართ შმორი თუმცა, არავინ გეტყვით მადლობას სხვისი დასვრილის გასაწმენდად დახარჯულ საწმენდ საშუალებებზე, დროზე, ენერგიაზე და არ მოგიბოდიშებთ გულისრევის საშინელ შეგრძნებებზე!
აჭარის ე.წ. გზას ტრაქტორით თუ აივლი მხოლოდ ჯაყჯაყით! მანქანით თუ აივლი – შემდგომ აუცილებლად აჩვენე ხადავშიკს.
სხვა ქუჩებს თუ გაივლი სრუალით, ზატო ნაგავიც თან გაიყოლე ურნამდე, “უხვად” ყრია, ფრიალებს ან უპატრონო ძაღლების მადლს ისხამს წიაწ წიაწით!
10 კვადრატული ოთახები 80 და 100 ლარია! იშვიათად კოტეჯები, ჰო ოთახები, გეფიცებით, მაგრამ ნომრებივით ოთახები კი არა, აი ისეთი ოდა სახლში რომ აქვს ყველას.
დიახ, ასეთი უსახური გახადეს ბახმარო, რომელიც სიცოცხლის, ველური ბუნების და უკაცრიელობის სიმბოლო იყო, ახლა კი ინდოეთის ანტისანიტარია მიმიქარავს!
წადით ბაკურიანში, ცემში, საირმეში, აბასთუმანში, ბეშუმსი, სურამში – 3 ჯერადი კვებით დღეში – 2/3 ადამიანზე 90 – 100, 12 ლარად – აპარტამენტიც აპარტამენტს ჰგავს და კურორტიც კურორტს!
ბახმაროში – წელს არსებული კოსმიური ფასები არის თავხედობის უმაღლესი გამოხატულება, გეუბნებიან 100 ლარი- მაგრამ წყალი არააო, ოთახიო თან ხალხნო, მაქსიმუმ 15 კვადრატიო და ეს “ საოცარი” დამსვენებლებიც ათრევენ მოკუნცხული წყლებს, რა გასაჭირი ადგათ ასეთი ოღონდ არ ვიცი, თან წუწუნ წუწუნით და გაოფლილი რომ მოსავათობენ – თითქოს ტანჯვა დამსახურებული აქვთ.
არის ერთეული კოტეჯები 100 -200 000 $ მდე დანახარჯით, სრული კომფორტით და სუფთა, კარგი ხედებით – დღეში 100 ლარად, მაგრამ სამწუხაროდ მე თავისუფალი არ დამხვდა, რადგან ასეთი , ანუ ფასთან მიმართებაში ადექვატური კოტეჯები – ერთეულია!
მოკლედ თუ გსურთ , რომ ბახმაროს ღამის და დილის სუსხი არ შეგიძვრეთ უკანალში, არ აღმოჩდეთ ნეხვში ქლორით ხელში, ცისკარა არ ინატროთ და სარკმლიდან არ უჭიტინოთ სად ხართ – იმის გასარკვევად – დეტალებში გაურკვევლათ ნუ წახვალთ საერთოდ , ან სანამ წახვალთ, კუთხეკუნჭულამდე გაარკვიეთ დეტალები- თორემ მოგიწევთ მერე ჩემსავით იმოდენა გზაზე ბარგით გადაძეძგილი მანქანით ახალ ასულ ამოლაგებულზე ( რადგან ქუჩაში ვერ დარჩები და ექსპრომტად კიდე ალტერნატივას ვერ ნახავთ) უკან დაბრუნება! ჰო და ბეს რაც შეეხება, მაინც აგცანცლიან ცოტას- ჯიქურად დაგიწყებენ დარწმუნებას რომ ქარვასლებს არ შეგპირებიან , თორემ იმას კი არ იტყვიან მირწყეული უნიტაზი დაგახვედრეთ და ფარღლალალა წაქცევაზე მყოფი სახლიო! აბა…
მოკლედ ასე – რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება მატერიაში, ალბათ ღმერთმა უარეს განსაცდელს ამარიდა. მე კი დავისვენებ სხვაგან სრული კომფორტით, მაგრამ გაგაფრთხილეთ თქვენ , რომ ამ ეტაპზე, ამ მოცემულობით უბრალოდ არ ღირს ბახმაროში პირველყოფილ პირობებში კოსმიური ფულის გადაყრა, ანუ მაქსიმუმ დახედო რა…
ამასობაში, ეგებ “დადგეს ესეც ფეხზე” ოღონდ ფასის ზრდა არ ნიშნავს ამას, არამედ “ფეხზე დგომა” გამართული ინფრასტრუქტურა და მომხმარებელ – გამქირავებლის უფლებების და ვალდებუკებების დაცვაა, სამწუხაროდ, დავამატებ იმასაც – რომ ასევე მოაზრებს ბუნებისადმი მოფრთხილებასაც და არა აქტიურ ჩეხვა ხერხვა ჩაბეტონებას და ბახმაროს “სპალნი რაიონად” ქცევას !
არ იყოს ესეც ალპები რომ მოგვარება არ შეიძლებოდეს!
ფულზე ფიქრთან ერთად იფიქრეთ ამ ყველაფერზე და მეტი ფული გექნებათ და ლანძღვა გინებაც – ნაკლები.
მადლობა, ნახვამდის
N.B. ზატო, შარშან დავისვენე კოსმიურად, ასეც ხდება!
-წერს ფეისბუქ მომხმარებელი, შორენა გოგიჩაიშვილი.