ღემრთი არ ვიცი, მაგრამ ეშმაკი ნამდვილად იცინის, იცინის, კვდება სიცილით – ეს ყლირწი, ეს გაუნათლებელი იდიოტი, ღარიბაშვილი გულში მჯიღს იცემს ზვიად გამსახურდია ვერ დავიცავითო. ერთი გადახედოს, რამდენი მხედრიონელია პარლამენტში ან ეკლესიაში, თანაც აქეთ რომ ხალხს ამუნათებენ. ვინ არის გოგა ხაინდრავა და რას აკეთებდა პუტჩის დროს, ახსოვს ამ არარაობას? დავიჯერო ამ კრკეტინის ლაყბობას ერთი ზვიადისტი, პრეზიდენტ გამსახურდიას ერთი პატივისმცემელი მაინც წამოეგება? თუმცა რატომაც არა, ეს ხომ საქართველოა.
მერე ეს შვიდკლასდამთავრებული ტუჩ… რა, რომელსაც გაღატაკებული, მშიერი ხალხისთვის იტალიიდან მილიონ ლარად ღირებული ნაძვის ხე ჩამოაქვს, ესტონეთის პრეზიდენტზე ამბობს, თავის ქვეყანას მოუაროსო. იცის მაგ უვიცმა, რომ ესტონეთი ნატოს და ევროკავშირის წევრია 2004 წლიდან? სწორედ იმიტომ, რომ მისმა მთავრობებმა კარგად მოუარეს.
ამ პატარა, ქართველებისგან თითქმის დაცლილ ქვეყანაში დღეში სამოცდაათზე მეტი ადამიანი კვდება, კვდებიან ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალები, მათი ბავშვების გადარჩენაც ყოველთვის ვერ ხერხდება და ერთი ფერშალი გოგოშკა, რომელიც ბორია ივანაშვილმა ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა, ტლიკინებს, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ პანდემიის გასაკონტროლებლადო.
საქართველოში რუსი კაგებეშნიკები ნავარდობენ. რუსეთის ყველაზე ბოროტი, ყველაზე ტერორისტული ვაგნერის ჯგუფის წევრი სამშენებლო ფირმის დირექტორია, პუტინის ხელდასმული, საქართველოს სრული ოკუპაციის აუცილებლობის მქადაგებელი დედაკაცი ბათუმში ისვენებს.
რაღა დარჩა იმას, რომ რუსეთის გუბერნიად გამოვცხადდეთ?
იცით რა დარჩა? ოცნების კიდევ ერთი გამარჯვება არჩევნებში. მეტი არაფერი.
თუ ამის შემდეგ საქართელოს მოსახლეობა ისევ ბორია ივანაშვილის ხელისბიჭებს მისცემს ხმას, მაშ იმის ღირსი ვყოფილვართ, რაც ქვეყანაში ხდება. უარესისაც!
დოდონა კიზირია, ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი.