“დღის განმავლობაში ტონობით წყალი იღვრება და ჩვენ ვედრებით კილომეტრებზე ხელით ვეზიდებით სასმელ წყალს” – უყვებიან “გურიის მოამბეს” სოფელ ნაღობილევში მცხოვრებლები.
ნაღობილეველები უკვე წლებია ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას ელოდებიან. უწყლობის გამო სოფელში არა ერთი აქცია გაიმართა, თუმცა ერთადერთი, რაც ამ დრომდე გაკეთდა, სოფლის ცენტრამდე მიყვანილი წყლის მილია, საიდანაც ყოველდღიურად ტონობით წყალი იღვრება:
“არ ვიცი ეს მილი აქ რატომ დატოვეს. აქედან, სახლამდე ვერავინ მიიყვანს ამ წყალს. რამდენი განცხადება გვაქვს დაწერილი, აქციებიც გავმართეთ, თუმცა ვის ესმის ჩვენი გასაჭირი. კომედია არ არის ეს? ამდენი წყალი ტყუილად იღვრება და ჩვენ უწყლობით ვართ შეწუხებულები”-ამბობენ ადგილობრივები,