კორონავირუსის 8 სექტემბრის სტატისტიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან  3 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 222 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 199 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,6 მილიონზე მეტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: