ავსტრალიის მოქალაქე, შანე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის მიმდა ადასტურებს, რომ რაფაელ მურსაკულოვი წარსულში ნასამართლევია და ის 2012 წლიდან “ოცნების” წევრი იყო. მამიდა ძმისშვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.
“იყო ქართული ოცნების წევრი, ყველას ეხმარებოდა, ყველას გვერდში ედგა, რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა. გამოკითხვაზე დაბარებული არ ყოფილა. სამუშაოზე მიდიდოდა, მოდიოდა, სახლში იყო, რა უნდა დამალულიყო?! მაგდაგვარი რაღაც, რომ ყოფილიყო [მკვლელობა] ის მე ყველაფერს მინაწილებდა, მეტყოდა ასე.
წარსულშიც იყო ნასამართლევი, ბავშვები იყვნენ, რიკნა გაუტანიათ და გაუყიდიათ, ამის გამო”, – ამბობს ნუგბარ მურსაკულოვი.
33 წლის რაფაელ მურსაკულოვი კაცი სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე 8 სექტებმერს აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, მურსაკულოვის კვალი მისი დნმ-ის პროფილის ექსპერტიზის შედეგად გამოიკვეთა. ამოღებულია დანაშაულის იარაღი – დანა.
მურსაკულოვი “ქართული ოცნების” აქტივისტი და ერთ-ერთი საოლქო კომისიის წევრია. ადვოკატის თქმით, ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.