ბათუმში კოვიდ ინფიცირებული გაქცევის მცდელობისას გარდაიცვალა

ინცინდენტი დღეს ქალაქ ბათუმში, სასტუმრო “სანაპიროს” ეზოში” მოხდა.

როგორც თვითმხილველებმა “გურიის მოამბეს” გვაცნობეს კოვიდ ინფიცირებული მამაკაცი მაშინ გარდაიცვალა, როცა ის სასტუმროდან გაქცევას ცდილობდა.

როგორც გვიყვებიან მამაკაცმა სასტუმრო “სანაპიროდან” სადაც კოვიდინფიცირებულები არიან მოთავსებული გაქცევა, მისივე სიტყვებით, უყურადღებობის გამო სცადა.

გარდაცვალების შემდეგ მედპერსონალმა გარდაცვლილს ზეწარი გადააფარა და პოლიცია გამოიძახა.

მომხდარმა დანარჩენ პაციენტებზე დამთრგუნველად იმოქმედა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share