პარტიას „საქართველოსთვის“ არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება მამაჩემის იდეებთან – გიორგი გამსახურდია

„ძალიან შეწუხებული ვარ, რომ მამაჩემის მომხრეთა მცირე ნაწილი შეყვანილია შეცდომაში და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესის გამტარ „რასკოლნიკებს“, აიგივებს მამაჩემის სახელთან. პარტიას „საქართველოსთვის“, არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება მამაჩემის იდეებთან.

უფრო მეტიც, ეს არის უნიჭო მცდელობა, ზვიადის სახელით ხალხი შეიყვანონ შეცდომაში და თავიანთი თაღლითური ნიჭით, „ნაცმოძრაობას“ კვლავ ჩაუსახონ იმედი იმ უიმედო სიტუაციაში, რასაც მათი ძალაუფლებაში მობრუნება ჰქვია, რომელიც წარმოუდგენელია და ვერანაირი მოცემულობა ამის შანსს ვერანაირად ვერ იძლევა.

პარტია „საქართველოსთვის“ მენეჯმენტს კი ვეტყოდი, სამეგრელოში ისევ, პუტჩისტი და სამეგრელოს ამაოხრებლების იმედად იყვნენ აჯობებს, მარტო თემურ გერგაია ვერ ეყოფათ. ძალიან მალე ნახავენ რეალობას და იციან მათ ეს. სანამ სამეგრელოში ვარ, მე ჩვენი ნაწამები ხალხის შეცდომაში შეყვანას არ დავუშვებ“.- მის შესახებ Twitter-ზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, გიორგი გამსახურდია , წერს.

metronome.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share