ბათუმში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქცია პერფორმანსი გამართეს. ოპოზიციის ვიცე მერობის კანდიდატმა გენრი დოლიძე უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელთან სიმბოლურად ფონეიდოსკოპით მივიდა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არსებული ფორმით აღარ იარსებებს და არც არავის პირად ცხოვრებას მოისმენენ. ასევე აცხადებენ რომ ქართულ ოცნებას დღეს იგივე მერობის კანდიდატი ყავს ვინც ყოფილი ხელისუფლების დროს სუს-ში მუშაობდა.