“კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა, დაიძახა ჩამოვედიო” -დავითულიანი სააკაშვილზე

“აი, ნახევარი საათის წინ, როდესაც მოვდიოდი ოფისისკენ, გზაში კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა ჩამოვედიო. შეერია მერე უსასრულო სამყაროს, დახურა და ჩავიდა.

არის 2 ვარიანტი, Deep Fake-ზე იმდენი ილაპარაკა მთავარმა არხმა რომ შეიძლება ეს კადრები იყოს გაყალბებული, მეორე, ეს თუ ეს ასე არაა, დაემატება კიდევ ერთი მუხლი საზღვრის უკანონო კვეთისთვის. დიდი ალბათობით, ეს არის რეალითი შოუ”._თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. დღეს, სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share