პარტია ,,კანონი და სამართალი”-ს ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორალურ და ფიზიკურ განადგურებას გეგმავს.
„გთხოვთ, თქვენი მეგობარი საქართველო, ყოფილი პრეზიდენტით დიდ განსაცდელშია. განსაცდელი საქართველოსთვის არის ის, რომ მორალურად უნდათ ყოფილი პრეზიდენტის წელში გადატეხვა და კიდევ უფრო უზარმაზარი განსაცდელი არის ის სიჩუმე, რომელიც მოსალოდნელი იქნება საქართველოში და, რომელიც აუცილებლად ანექსიას მოიტანს. მე პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე. მსოფლიო, გთხოვთ, დადექით კიდევ ერთხელ ჩვენს გვერდით. არ გამოვირჩევი უბრალოდ ინფორმაციების სროლით ეთერში. უმძიმესი ინფორმაცია გვაქვს, სასწრაფოდ შევიკრიბეთ. მივმართავ ყველა აკრედიტებულ ელჩს, დიპლომატიურ კორპუსს, სენატორებს, ევროპარლამენტარ კუბილიუსს, ამერიკის, უნგრეთის, ბრიტანეთის ელჩებს. მივმართავ ისრაელის ელჩს, ნატო-ს მისიის ხელმძღვანელობას ამიერკავკასიაში. გადამოწმებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. რა ფორმით? ფორმები მათი გამოგონილია
ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ამ რამდენიმე დღეში ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას, ეს ინფორმაცია არის გადაზუსტებული, ამიტომ გვინდა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მოინახულოს ბატონი სააკაშვილი და ზეწოლა, დიახ, ზეწოლა განახორციელონ უზნეო რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე. მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, დღეს თუ თქვენ მოისმინეთ ღარიბაშვილის განცხადება, ალბათ ეჭვი არავის გეპარებათ უკვე რა მზადდება საქართველოში…
დიახ, ძალიან გთხოვთ, ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, როგორც დეპუტატის, აქ დგას „საერთო-სახალხო მოძრაობა“, რომელიც ორ დღეში, უზარმაზარ მრავალათასიან მიტინგს ვაანონსებთ რუსთაველზე, მაგრამ დღეს და ხვალ არის უმძიმესი ინფორმაცია. მე იშვიათად ვიცი ხოლმე და ინფორმაციას არ გავცემ ეთერში, თუ რაღაც განსაკუთრებული არ არის.
პირველი ინფორმაცია მქონდა, როდესაც საქართველოს ანექსიის შესახებ მივიღე ინფორმაცია და დაიწყო მართლაც „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე მუშაობა. დღევანდელი ჩემი უმძიმესი ინფორმაციით, ჩაფიქრებულია განადგურება მორალური, ფიზიკური მიხეილ სააკაშვილის.
უმორჩილესად გთხოვთ, მოინახულოთ, შეიკრიბოთ, დიპლომატები ჩაერთონ, მას დიდი მეგობრობა ჰქონდა პრეზიდენტ ბუშთან და არამხოლოდ, ევროპარლამენტარებთან, სენატორებთან, ყველასთან. გთხოვთ, თქვენი მეგობარი საქართველო ყოფილი პრეზიდენტით დიდ განსაცდელშია. განსაცდელი საქართველოსთვის არის ის, რომ მორალურად უნდა წელში გადატეხვა ყოფილი პრეზიდენტის და კიდევ უფრო უზარმაზარი განსაცდელი არის ის სიჩუმე, რომელიც მოსალოდნელი იქნება საქართველოში და რომელიც აუცილებლად ანექსიას მოიტანს. მე პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე. მსოფლიო, გთხოვთ, დადექით კიდევ ერთხელ ჩვენს გვერდით.
მთელი იმ პერიოდის მანძილზე, გახსოვთ, სააკაშვილი ხან ველოსიპედზე დაჯდებოდა, ხან რაზე და აი, გიჟია, გიჟია, გიჟია. ხომ გესმით, რაზეა საუბარი. ეს არის მათი აგორებული მატარებელი. ფორმებზე არ მინდა, ახლა ვისაუბრო. ესეც ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინის უმძიმესი და პირდაპირი მითითებაა, ჯერ მორალურად გაართხან ის მიწაზე, რათა ქართველს დაანახონ, რომ არანაირი იმედი არ არსებობს. ეს ერთი ინფორმაცია თავად უშიშროებიდან გამოვიდა, გამოიტანა უვაჟკაცესმა ხალხმა, რომლებიც ქართველებად დარჩნენ. ახლა ალბათ ხვდება ის ადამიანი და აქედან ვეტყვი, თამარ ჩარკვიანი შენს გვარსა და სახელს მომავალ საქართველოში გააახმოვანებს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა საგანგებო ბრიფინგზე.