რა შეუთვალა სააკაშვილმა პატრიარქს? – “სამკერდე ჯვარი იქნებ დამიბრუნონ”

რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მამა მიქაელ ბოტკოველისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა დასრულდა.

პატრიარქის მდივნის განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა სთხოვა, ილია მეორესთვის გადაეცა, რომ სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ:

“მე არ ვყოფილვარ მის საკანში, შევხვდით ნეიტრალურ ზონაში და იქ არანაირი პირობები არ არის. მან მთხოვა მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნება ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ” –  აღნიშნა მიქაელ ბოტკოველმა და დასძინა, რომ მესამე პრეზიდენტმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share