“ძმრად ვადენთ ბიძინა ივანიშვილის აი ამ საარჩევნო ზონდერებს, ყველა მოპარულ ხმას”-მელიას მიმართვა ზუგდიდიდან

ზუგდიდში, პირველივე ტურში მოპოვებული გამარჯვება ოპოზიციას, საოლქო კომისიამ წაართვა – ამის შესახებ ნიკა მელია სპეციალურ ფეისბუქ მიმართვაში საუბრობს.

იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელია დღეს სამეგრელოში ჩავიდა და ადგილზე გეგმავს სიტუაციას გაეცნოს.

უფრო კონკრეტულად კი საუბარია საოლქო კომისიის სხდომაზე, სადაც გვიან ღამით, ხმები ხელახლა გადაუთვალეს და ენმ-ს კანდიდატს, რომელსაც ერთ-ერთი მაჟორიტარული ოლქი მოგებული ჰქონდა, წაგებულად გამოაცხადეს.

“გუშინ ღამე ქართული ოცნება ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა, უკანონოდ გადათვალეს ხმები ქურდულად, საარჩევნო ზონდერებმა და ერთ- ერთ გამარჯვებულ მაჟორიტარს პირველივე ტურში, ხმების გადათვლის შემდგ ჩაუთვალეს მარცხი.

ძმრად ვადენთ ბიძინა ივანიშვილის აი ამ საარჩევნო ზონდერებს, ყველა მოპარულ ხმას, მაგრამ იყავით.”- ამბობს ნიკა მელია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share