მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე ეხმაურება და წერს:
ხელისუფლებაში ვინმე მაინც თუ ხვდება ნეტავ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით კარგი გამოსავალი არ აქვთ?! ან ვინმეს ჰგონია, რომ თუნდაც კომპასმორყეული დასავლეთი (რაც აქ ყოფნისას უფრო ნათლად იგრძნობა), როგორადაც არ უნდა ჰქონდეთ ხელი ჩაქნეული საქართველოზე და როგორი მძიმე შეფასებებიც არ უნდა გაეკეთებინათ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე, დაუშვებს ჯერ კიდევ “დემოკრატიულ” ქვეყანაში მესამე პრეზიდენტის ციხეში შიმშილით სიკვდილს?!