თითქმის 8-ჯერ გაზრდილი ექსპორტი – სად იყიდება ქართული კარტოფილი

საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტე,ბერში ქვეყნიდან 23 748 ტონა კარტოფილი გავიდა, (ჯამში 8.851 მლნ დოლარის ღირებულების), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 8-ჯერ მეტია. 2020 წლის 9 თვეში კარტოფილის ექსპორტმა 3 012 ტონა შეადგინა (917.3 ათასი დოლარი).

რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, წელს ქართული კარტოფილი ძირითადად 8 ქვეყანაში გავიდა, ყველაზე დიდი რაოდენობით კი რუსეთში – მთლიანი ექსპორტის 74.2%.

Top-5 ქვეყანა, სადაც 2021 წლის 9 თვეში საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით კარტოფილი გავიდა:
  • რუსეთი – 17 602 ტონა (7.810 მლნ დოლარი)
  • აზერბაიჯანი – 2 552 ტონა (315.7 ათასი დოლარი)
  • მოლდოვა – 1 421 ტონა (287.9 ათასი დოლარი)
  • თურქმენეთი – 871 ტონა (125.3 ათასი დოლარი)
  • ბელარუსი – 669 ტონა (177.1 ათასი დოლარი)
  • bpn.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share