“ქართული ოცნების” 9 წელი – საქმენი საგმირონი- ვახო სანაიას პოსტი

“ქართული ოცნების”  9 წელი.
ესენი საერთოდ რაზე ლაპარაკობენ.
ახლა გამოშვების წერას ვიწყებ და მერე გავაგრძელებ. უცებ რაც გამახსენდა, ესენია. ჩავამატებ თანდათან ,,სასახელო” საქმეებს. თქვენც მომწერეთ და ჩავწერ.
2012 – ბარბარე რაფალიანცის გამოუძიებელი საქმე
2012 – ზეწოლა მოსამართლის თანაშემწეზე
2012 – ჟურნალისტისა და აქტივისტის პირადი ცხოვრების ვიდეომასალის გამოქვეყნება
2014 – თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე
2014 – ,,საბურავების საქმე”
2014 – ჰაკიმ ფაშას ვიდეო
2014 – ფარული სატელეფონო საუბრების გამოქვეყნება
2014 – ,,კაბელების საქმე”. გრიფირებული მასალები, რომელიც ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში წაიკითხა.
2014 – ეკა მიშველაძეზე თვალთვალის საქმე
2014 – 14 მუსლიმანის დაკავება. სოფელი მოხე
2014 – საყდრისის აფეთქება
2014 – ეროსი კიწმარიშვილის დაღუპვის ბუნდოვანი საქმე
2015 – სააკაშვილის საუბრების გავრცელება გვარამიასა და ბოკერიასთან. სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმე.
2015 – ბესო ხარძიანის საქმე. მკვლელები არ დაუკავებიათ.
2015 – კლუბ ,,ვიტამინის” მენეჯერის ლიკა კიკიანის ცემის ფაქტი, რომელშიც პოლიციელები მონაწილეობდნენ
2015 – წამების კადრების გავრცელება და საჯაროდ ჩვენება
2015 – ნიკა გვარამიას შანტაჟის მცდელობა ფარული ჩანაწერებით
2015 – თავდასხმა ზელიმხან ხანგოშვილზე. გაუხსნელი საქმე. დაცვა, რომელიც არ დაუნიშნეს. ხანგოშვილი მოგვიანებით გერმანიაში წავიდა, სადაც რუსეთის სპეცსამსახურებმა მოკლეს.
2016 – მოსამართლეების ტესტების საქმე
2016 – სოფელ კორცხელში ხელისუფლების დავალებით ოპოზიციის ლიდერების დარბევა
2016 – პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების მასალის გამოქვეყნება
2016 – მუქარა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით
2016 – ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გავრცელება
2016 – მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის წევრების საუბრის ფარული ჩანაწერების გავრცელება
2016 – დემურ სტურუას თვითმკვლელობა და დაუსჯელი დამნაშავე
2016 – გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და დაუსჯელი მკვლელი. რეაგირების გარეშე დარჩენილი საქმე
2017 – დათო ხარშილაძის უკანონო პატიმრობა.
2017 – ,,რეპერების საქმე” – კლიპის გამო მუსიკოსებისთვის ნარკოტიკების ჩადება და დაკავება
2017 – შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის ცემის ფაქტი
2017 – გენერალური აუდიტორის ცემის ფაქტი. ოთარ ფარცხალაძე და მისი დაცვის წევრები.
2017 – აფგან მუხთარლის გატაცების საქმე
2017 – მკვლელობა ხორავას ქუჩაზე. გამოძიება, რომელიც საქმეს კერავდა.
2017 – პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ემსხვერპლა.
2017 – ზვიად რატიანის საქმე.
2018 – ბასიანის საქმე
2018 – ლევან ყიფიანის სარდაფში ჩაყვანის საქმე
2018 – ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთლის საქმე
2018 – ანაკლიის პორტის საქმე
2019 – ლუკა სირაძის თვითმკველობა და გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ციხიდან გამოშვება
2019 – 20 ივნისი, ანტისაოკუპაციო აქციის დარბევა.
2019 – ორი მოქმედი პოლიციელის მიერ ადამიანის გატაცება და მისი გადაცემა ქურდული სამყაროს ორი წევრისთვის. სასტიკი მკვლელობა.
2020 – ,,გარეჯის საქმე” . მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავება.
2020 – ანაკლიის პროექტის ჩაშლა
2021 – ნინოწმინდის პანსიონის საქმე
2021 – 5 ივლისი. აქტივისტების, ჟურნალისტების დარბევა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა
2021 – სუსის კრებსები – ტოტალური მოსმენა.
—–
მედია :
2013 – ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებვლიდან.
2013 – 17 მაისის დარბევა
საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლების კონტროლის დამყარება
2014 – მაესტროდან ჟურნალისტების მთელი შემადგენლობის გათავისუფლება.
მაესტროზე ხელისუფლების კონტროლის დამყარება
2015 – ინგა გრიგოლიას რეაქციის დახურვა იმედზე.
იმედზე ხელისუფლების კონტროლის დამყარება
ასევე : ბრძოლა რუსთავი ორის წინააღმდეგ
ასევე : სისხლის სამართლის საქმეები
ტვ პირველის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ
მთავარი არხის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ
ფორმულას ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.” -წერს სანაია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share