საქართველოს პროკურატურამ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბრალს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყება ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის ბრალის წარდგენის პროცედურები მიმდინარეობს.
ასევე, პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ ე.ც.-ს დანაშაულის დაფარვისთვის და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმა, ხოლო გ.-ნ.-ს ბრალი წარედგინა.
მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართელოს სსკ-ის 344 მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ე.ც.-ს მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმა, ხოლო გ.ნ.-ს, რომელიც სამართალდამცავებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტმა საქართველოს საზღვარი 28 სექტემბერს უკანონოდ გადმოკვეთა.