სისუსტის გარდა არაფერზე მეტყველებს, ასეთი საქციელის გამო “ოცნება” უფრო წააგებს – ხოშტარია სპეცრაზმის მობილიზებაზე

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ სხვადასხვა რეგიონში სპეცრაზმის მობილიზება ხელისუფლების სისუსტესე მიანიშნებს. ​ხოშტარიას თქმით, ასეთი საქციელით “ქართული ოცნება” საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს.

“ქართული ოცნება დამარცხებულია, განსაკუთრებით ზუგდიდში და ეს უბრალოდ აგონიური ისტერიკაა, ისინი ცდილობენ, რომ გამოძვრნენ სიტუაციიდან, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია. პირიქით, ზუგდიდელები, სამეგრელოში მცხოვრები ხალხი უფრო მობილიზდება. რაც არ უნდა იყოს, პარტიული პოლიტიკის გამო, ხალხის შეურაცხყოფა, სპეცრაზმის მიქსევა, სუსის გაგზავნა, იარაღის ჩადება, ეს პირველ რიგში მოქალაქეს შეურაცხყოფს და ადამიანების შეურაცხყოფა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე რომელიღაცა პარტიული პოლიტიკა. მე მგონია, რომ კიდევ უფრო მყარად წააგებს ქართული ოცნება ასეთი საქციელის გამო და ეს სისუსტის გარდა არაფერზე მეტყველებს”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share