“ახლა არ არის გარჩევების დრო ძველი წყენების გახსენების დრო, ტყუან-მართალის გარჩევის დრო, ახლა ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ” – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბათუმში, აქციაზე განაცხადა.
მან ბათუმელებს და არამხოლოდ ბათუმელებს, არჩევნების მეორე ტურზე მისვლისა და ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“დღეს, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ერთად დადგა. ყველამ თქვა, რომ ახლა არ არის გარჩევების დრო ძველი წყენების გახსენების დრო, მტყუან-მართალის გარჩევის დრო, ახლა ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ და ამ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ერთობის, ყველას გაერთიანების, წყენის გვერდზე გადადებისა და საქმეების გარჩევის გადადების გარეშე, ვერ გადავარჩენთ და მაშინ ეს პატარა ბავშვები, რომლებიც ახლა პირველ რიგში არიან, მოგვიბრუნდებიან და გვეტყვიან, რომ ჩვენ არ გვეყო, არც ჭკუა, არც გონიერება, არც გული, რომ ყველანაირ ემოციებზე მაღლა დავმდგარიყავით და პირველ რიგში მათი მომავალი დაგვეყენებინა…
მე ვიყავი, ფოთში, დღეს ვარ ბათუმში, აუცილებლად ჩავალ ქუთაისში, ყველგან სადაც მეორე ტურია, იმიტომ რომ ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ 30-ში ყველგან გაიმარჯვოს ოპოზიციამ”,- თქვა ნინო ბურჯანაძემ სიტყვით გამოსვლისას.