აფიორა თუ გაუაზრებლად შექმნილი ქაოსი-რა მოხდა გომის მთაზე და რატომ იშვერს ახლა ხელს წულუკიანი კოტე შარაშენიძისკენ?

რა ხდება დღეს გომის მთაზე მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და თავის დროზე იყო თუ არა ეს ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი აფიორა, ტელეკომპანია 12-ს დასმულ კითხვას ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე პასუხობს, რომ ქაოსი, რომელიც კურორტზე მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის უშუალო მითითებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა ბიურომ შექმნა, ცდილობენ ახლა მას გადმოაბრალონ.

შარაშენიძის განცხადებით, ერთადერთი, ვინც ამ მოსახლეობის შცდომაში შესაყვანად მოფიქრებული ე,წ. ხრიკის წინააღმდეგ გამოდიოდა, სწორედ მუნიციპალიტეტის მერია იყო, რომელიც აღნიშნულ თემას თავიდანვე ჩამოაცილეს და “გვერდზე გაწიეს“:

ქალბატონმა თეა წულუკიანმა მოსახლეობა შეიყვანა შეცდომაში და დღესაც ვიცი რომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელია შეტანილი, სწორედ მაგ სისტემური რეგისტრაციების არასწორად წარმართვისთვის.
მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ვინც დაინტერესებული იყო ამ კონკრეტული საკითხით, რომ სწორედ მუნიციპალიტეტის მერია იყო ამ ქაოტური სიტუაციის წინააღმდეგი.
ძმებ თალაკვაძეების წინასაარჩევნო შეხვედრაზე, სოფელ შემოქმედში წულუკიანიც იმყოფებოდა კულტურის მინისტრის რანგში, მაგრამ მაინც გომის მთისკენ იწიწებოდა, ასე რომ ვთქვათ, სადაც ამ არასწორი რეგისტრაციების საკითხში დაშვებული შეცდომები ფაქტობრივად მე გადმომაბრალა.
მან ძალიან კარგად იცის, რომ სწორედ მათი მოთხოვნით, მე თავიდანვე ჩამომაცილეს ამ საქმეს და ეს თავიდან ბოლომდე არის იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს გაფუჭებული საქმე. ადგილობრივ დონეზე არანაირი კოორდინაცია, რეალობის გათვალისწინება არ მომხდარა. მეჩხუბებოდა ხოლმე ამ წინააღმდეგობის გამო, სააგენტოს ხელმძღვანელი, წულუკიანთან დაახლოვებული პირი, რომელიც როგორც ვიცი, ახალმა მინისტრმა მოხსნა და გააგდო სამსახურიდან.
პირველი შეხვედრა რომ მქონდა ბიუროს ხელმძღვანელთან და მეკამათებოდა, ვკითხე: გომისმთაზე ხარ საერთოდ ნამყოფი-მეთქი? Aრაო-მითხრა. მაშინ ჩამოდი, დაათვალიერე, ადგილზე გაეცანი სიტუაციას და მერე ვილაპარაკოთ-მეთქი, მაგრამ არაფრის მოსმენა არ უნდოდათ.
საბოლოო ჯამში მივიღეთ რა-ტრადიციული სეგმენტები რაც იყო, ამოიღეს ამათმა საერთოდ და შექმნეს სერიოზული ქაოსი. ეკუთვნოდა ვინმეს იქ კანონიერად საბუთის გადაცემა თუ არ ეკუთვნოდა, ახლა ორივე მხარე გაბრაზებული ჰყავთ.
იქ, რა დაატრიალეს, თვითონაც არ იციან. საქმე გააფუჭეს და ახლა ხელს ჩემსკენ იშვერენ, ადამიანისკენ, რომელიც საერთოდ ჩამოშორებული ჰყავდათ ამ საქმიდან და არაფერს არ ითვალისწინებდნენ, რასაც ვუხსნიდი“-აღნიშნა კოტე შარაშნიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share