მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა.

“მე პოლიტიკაში მოვედი 2 წლის წინ, 2 წლის განმავლობაში არ დამთავრებულა ჩემზე პირადი შეურაცხყოფა, ათასი იარლიყის მოწებება, მაგრამ მივიწევ წინ, ეს ჩემზე არ მოქმედებს. არ მოვსულავ მე პოლიტიკაში იმისთვის, რომ სკამი მდომებოდა ან რაღაცას გავქცეულიყავი.

ჩემი გამოცდილება, რომელიც მე ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება – მე ვტოვებ პარლამენტს, ვტოვებ იმიტომ, რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის, გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი შვილებისთვის”, – თქვა ხაზარაძემ.

მისი განცხადებით, ოპოზიცია ხმებს ყველგან დაიცავს და ბრძოლა უკომპრომისო იქნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share