ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ლერი აბულაძე გამარჯვებული გახდა.

63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე აბულაძემ ოქროსკენ მიმავალ გზაზე ყაზახი ასაუხატ მუხამადიევი (5:1), რუსი გეორგი ტიბილოვი (7:3), ირანელი ალი რეზა აიატ ნეჯატი (7:3) ჩამოიცილა, ხოლო გადამწყვეტ ორთაბრძოლაში თურქ აჰმეტ უიარს 3:1 სძლია.

აღსანიშნავია, რომ აბულაძემ წელს დიდების მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც იჭიდავა და იქაც ოქროს მედლამდე ცოტა დააკლდა – ირანელ მეისამ დალხანისთან 4:5 წააგო.

ლერი აბულაძის გარდა მედლის მოპოვების შანსი კიდევ ოთხ  მოჭიდავეს აქვს, აქედან ორი ფინალშია: აივენგო რიკაძე (82) და ფრიდონ აბულაძე (60), ხოლო ჯონი ხეცურიანი (67) და ოთარ აბულაძე (72) კი, ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share