განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დისტანციურ სწავლებაზე 9 278 მოსწავლე გადავიდა. ხოლო დისტანციურიდან დასწრებით ფორმატზე დაბრუნდა 5 935 მოსწავლე.
აღსანიშნავია, რომ ყოველ კვირეულად დისტანციურ სწავლებაზე დაახლოებით 10 ათასი მოსწავლე გადადის. მაშინ როცა დისტანციურიდან დასწრებითზე გადასულთა რაოდენობა მცირეა.
მოსწავლეებს ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება ყოველ ხუთშაბათს ვებგვერდიდან – online.emis.ge-დან შეუძლიათ.