ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმეზე გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტი დასკვნას აქვეყნებს.
საერთაშორისო ორგანიზაციამ საქმის შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო გამოძიება ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით. ამასთანავე ხელისუფლებამ პასუხისგებაში არ მისცა მსხვერპლი ჯეირანოვას ოჯახის წევრები, რომლებმაც ის უგონო მდგომარეობამდე სცემეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
ორგანიზაცია „საფარისა“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლების განცხადებით, გაეროს ქალთა კომიტეტის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა სისტემური პრობლემაა, რომლის აღმოსაფხვრელად ხელისუფლება არაფერს აკეთებს.
30 წლის ხანუმ ჯეირანოვა 2014 წელს, ნათესავების მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდეგ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.