ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
შსს ადასტურებს რომ ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.