“ბატონებო ჩემო მეგობრებო, ჩემი ბრიფინგი ვფიქრობ ყველას გახსოვთ, ახალი (რამდენიმე დღის ) დაჭერილი იყო მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და ეს შეიძლება გარედან დასხივება იყოს ან რადიო ტალღებით ნერვიული აშლილობა თქო , რამაც მისი სიკვდილი და დემორალიზება შეიძლება გამოიწვიოს და 10 -ოქტომბერს სასწაროფოდ გავაკეთოთ აქცია მეთქი და 30 რიცხვი გვიან არის თქო , ( არაო არაო და არაო) მაშინ საბოლოოდ 14 ოქტომბერი გადაწყვიტეს , ვჩქარობდი ….. ახლა იმ ბრიფინგის ლინკს დავდებ ( ხომ გაგიგონიათ შინაურ მღვდელს შენდობა არ ააქვსო).
დიახ ის ინფორმაცია უტყუარი იყო!!!
და ეს 6 ოქტომბერს ბრიფინგზე ვთქვი და ვუთხარი საზოგადოებას!!!!!! არასოდეს ვკადრებ საკუთარ თავს რაიმე ვთქვა ისე ჰაერზე, არასოდეს!” – ასე ეხმაურება პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის პალატასთან ძლიერი გამოსხივების სპეციალური ავტომობილია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვისაა საშიში.