“ყველაფრის შეგუებაა ტრაგედია… ერთი, ორი, სამი, ასი გავატარეთ… ამას მაინც არ შევეგუოთ, ეს როგორ უნდა მოვითმინოთ, ან საიდან გადავუხადოთ ამდენი გადასახადები… ეს არის მონობა…
სახელწიფო გვეუბნება, მთავარია ჩვენ მოგვემსახუროთ, დანარჩენი ფეხებზე გვკიდია…
ვისაც ეს მთავრობა მოგწონთ, უკეთესი არ გეღირსოთ… ახლა არ დამიწყოთ ავადმყოფური ბოდვები-ეს ნაციონალი ყოფილაო… არა, ბატონო, რეალისტი ვარ და ძალიან არ მომწონს ასეთი გაბერილი კომუნალურები…
რაში ერყობა ჩვენს ქვეყანას, სათავეში რომ ოლიგარქი ყავს?! თუ პირიქით, იმისთვის დგას იქ, რომ მეტი იშოვოს…
მერწმუნეთ, არავის შერჩება, შიმშილამდე მისული ხალხის ლუკმა…
ნუ შევეგუებით ამასაც, თორემ ხვალ ჰაერზე დაგიყენებენ მრიცხველს!…
იხმაურეთ, არ გაჩერდეთ, შედეგზე გავალთ!..” წერს მამა პეტრე ფეისბუქზე.