“მიშა, მოიცადე კიდევ ცოტა ხანი…თუ შეიძლება გადადე შენი ულტიმატუმის დღე” – ნიკოლოზ ყიფშიძის მიმართვა

რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე არც ამჯერად შეუშვეს. ის დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ მივიდა. მან მედიის საშუალებით მიხეილ სააკაშვილს სთხოვა ხვალიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას არ მიმართოს და არ დაიწყოს შიმშილობა.

“მქონდა მე მოლოდინი, რომ შემიშვებდნენ, მაგრამ დაშვება არ გაქვთო. იმიტომ მოვედი დღეს აქ, რომ ეხლა რომ მოეცათ საშუალება მენახა, იქნებ გადაეფიქრებინა ამ უკიდურესი ფორმის, დაწყება, შიმშილობის დაწყება. თუ გვისმენს მიშა ვეტყოდი, რომ მიშა, მოიცადე კიდევ ცოტა ხანი, ექიმები ადრე თუ გვიან შემოვლენ შენთან, და თუ შეიძლება გადადე შენი ულტიმატუმი დღეს”, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

მიხეილ სააკაშვილს 2 მთავარი მოთხოვნა აქვს: კომუნიკაციის აღდგენის შესაძლებლობა კონფიდენციალურობის დაცვით და დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფისთვის მის მონახულებაზე ნებართვის მიცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აპირებს პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს. ვადად მესამე პრეზიდენტი 6 იანვარს ასახელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share