ყაზახეთში არეულობებს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის რიგებიდან მსხვერპლი მოჰყვა

ყაზახეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა.

მათივე ცნობით, შეტაკებების დროს 300-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აქამდე საგანგებო მდგომარეობა ალმათში და მანგისტაუში მოქმედებდა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share