სიტუაცია განსაკუთრებით არასახარბიელოა ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პანდემია გრძელდება. სიტუაცია განსაკუთრებით არასახარბიელოა ევროპის ქვეყნებში. მათ შორის საქართველოშიც,“ – ამბობს გამყრელიძე.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 147 636 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 124 568-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 387 მოქალაქე.