ჩოხატაურის მერი, დავით შარაშენიძე დღევანდელ დღეს აფასებს და საკუთარ ფეისბუკ გვერდით ადგილობრივებს მიმართავს:
“მეგობრებო მინდა შევაჯამო დღევანდელი დღე. 3 დღიანი გადაუღებელი უხვი ნალექის შედეგად, რომელიც დიდი ხანია ჩოხატაურს არ ახსოვს, რათქმუნდა პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სოფელში 9 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობდა, მიუხედავად ინტენსიური ნალექისა, ვცდილობდით ყველა სოფელში ცენტრალური გზა გაგვეწმინდა, გაგვეწმინდა კლინიკების მისასვლელები და სასწრაფო დახმარების გზები, რომელთა წმენდაც მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მთელი ღამის განმავლობაში ვაგრძელებთ სხვადასხვა სოფელში ცენტრალური გზების წმენდას და ხვალ უკვე გადავალთ შიდა საუბნო გზებზე.
ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია მაღალმთიან სოფლებში, როგორც ენერგო-პრო გვპირდება ხვალისთვის აღადგენენ. გადაუდებელი და საჭირო შემთხვევების დროს, სადაც ვერ მოვახერხეთ გაწმენდა, მეც და მერიის სამსახურებიც მზად ვართ დახმარება გაგიწიოთ ” – წერს ფეისბუკ გვერდზე დავით შარაშიძე.