ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტია ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება:
“შაბათს შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ძალა ერთობაში, საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს” – განაცხადა დეკანოიძემ.