„კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში კორონავირუსული ინფექციისგან ჩვილები გამოჯანმრთელდნენ. კოვიდცენტრი სამმა პაციენტმა დატოვა. აქედან ორი ერთი თვის, ხოლო ერთი 26 დღის ასაკის იყო.
როგორც ცნობილია, ჩვილების დაინფიცირება დედასთან კონტაქტის შემდეგ მოხდა. ამ დროისთვის კლინიკაში მედიკოსები 14 ჩვილს აკვირდებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვილებიდან ყველაზე უფროსი ერთი თვის, ხოლო ყველაზე პატარა ერთი კვირის არის. პაციენტების ნაწილი კლინიკაში სახლებიდან, ნაწილი კი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან გადმოიყვანეს.