გურიის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა .ორი შემთხვევა გამოვლინდა სოფელ ლიხაურში. „აჭარა-ტექსტილის“ ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის წევრებს, ბებიას და შვილიშვილს ვირუსი გუშინ დაუდასტურდათ.
ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუთიძემ მიაწოდა.
რეგიონში ბოლო მონაცემებით 224 შემთხვევაა დადასტურებული.