მილენიუმის თაობას არ უნდა ქვეშევრდომობა და ხიხოსტანში ცხოვრება – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, “მთავარ არხზე”, თამარ ბაღაშვილის საავტორო გადაცემაში “მთავარი დებატები”, იმის დასამტკიცებლად, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თანხმდება 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების შესახებ, იხსენებს თავისი მეგობრის მონაყოლს, ვისი 18 წლის შვილები მხოლოდ მას შემდეგ დადიან საპროტესტო აქციებზე, რაც არჩევნებზე ხმა მისცეს, მერე კი თავად დარწმუნდნენ, რომ მათი ხმები მოიპარეს.

ჩემი მეგობარი არ არის აქტიურად ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და მიყვებოდა, რომ მისი 18 წლის შვილები, ბიჭი და გოგო, ტყუპები, მივიდნენ 31 ოქტომბერს არჩევნებზე და მანამდე აპოლიტიკურები იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ ყველა აქციაზე დადიანო, რადგან მიხვდნენ და დარწმუნდნენო, რომ მათი ხმები ვიღაცამ მოიპარა. 

ანუ მათ ვიღაცამ აახია ხმები. რაღა ვიღაცამ, მათ უთხრეს, რომ თქვენ აღარ ხართ საქართველო, ხართ ხიხოსტანი და თქვენ გმართავთ არა ხელისუფლება, არამედ გმართავთ ხიხო და თქვენ ხართ ხიხოს ყმები… ჰოდა, ამ მილენიუმის თაობას, რომელიც კომპიუტერზეა გაზრდილი და რამდენიმე ენაზე ლაპარაკობს, არ უნდა, იყოს ხიხოს ქვეშევრდომი და იცხოვროს ხიხოსტანში, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ დებატებში”.

შეგახსენებთ, ოპოზიციის ძირითადი მოთამაშეების პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ამ დრომდე უცვლელია. ხელისუფლების ოპონენტები ვადამდელ არჩევნებს, “ცესკოს” ადმინისტრაციის ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ჩატარდა მოლაპარაკებათა ოთხი რაუნდი, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, თუმცა, კონკრეტული შეთანხმების ნაცვლად, პოზიციები კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს, რადგან მმართველმა პარტიამ ირაკლი კობახიძის პირით, რეპრესიული კანონპროექტის მიღება დააანონსა,

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: