მიკოლაევში, ადმინისტრაციის შენობის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

მიკოლაევში, რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის შენობაზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სამაშველო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.

ცნობისთვის, სარაკეტო იერიში მიკოლაევში რუსმა ოკუპანტებმა 29 მარტს განახორციელეს. თავდასხმისას შენობის ნაწილი განადგურდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share