საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა”.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მისი სარჩელი ბოლომდეა მიღებული და “მთავრობის არცერთი არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა”.
“რა საცოდავი იყო იუსტიციის სამინისტრო გუშინ. ჩემივე თხოვნით ამორიცხულ ერთ-ერთ სარჩელზე, რომელიც სასამართლომ დამიკმაყოფილა 10 თებერვალს, გნიასი რომ მორთეს, გავიმარჯვეთო.
სინამდვილეში, ჩემი რეალური სარჩელი ბოლომდე მიღებულია. “მთავრობის არცერთი არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა” და სულ რამდენიმე თვეში ველოდები სასამართლოს სრულ ზეიმს სტრასბურგიდან. ამას, დარწმუნებული ვარ, წინ ვერაფერი დაუდგება”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.